Tuesday, June 17, 2014

მერვე დღე

გავეცანით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა სწავლისშეფასების მიზნით.
შევქმენით მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად. განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად შევქმენით მასალები დიფერენცირებული სწავლებისათვის.

Monday, June 16, 2014

მეშვიდე დღე

გავაკეთეთ კომენტარი მასწავლებელთა ბლოგებში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებთან დაკავშირებით.
გავეცანით მასწავლებლის მიერ შექმნილ შეფასების გეგმის ნიმუშებას, შევიმუშავეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო შეფასების ფორმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისათვის, შევინახეთ პორტფოლიოს შეფასების ფოლდერში.  შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმის შაბლონის  შეფასების დროში გაწერილი გეგმის გრაფაში.

მეექვსე დღე

მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების   გათვალისწინებით შევქმენით   მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომები.

Saturday, June 7, 2014

მეხუთე დღე



შევქმენით პროექტის საპრეზენტაციო მასალა.
გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების დასაცავად და მოპოვებული მასალის ლეგიტიმაციაზე უფლებებს.
შევქმენით გამოყენებული მარტივი ლიტერატურის საავტორო უფლებების შაბლონი და შევინახეთსაავტორო უფლებების  ფოლდერში.ეს დამეხმარება ინტერნეტში მოძიებული მასალის საავტორო უფლებების დაცვაში.
გავეცანით საძიებო ველში ზუსტი ინფორმაციის მოსაძიებლად საჭირო პროცედურას.
გავეცანით ბუკ-მარკი საშუალებით სასურველი საიტის დამახსოვრების წესებს.

Sunday, June 1, 2014

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების ,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენების მნიშვნელობა.
 გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებთან დაკავშირებულ რესურსებს, კერძოდ, საპრეზენტაციო მასალას, რუბრიკებს, მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველ სიტყვებს. ამის შემდეგ,  ჩვენი სასწავლო პროექტიდან გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები,  შევადგინეთ მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური,  შინაარსობრივი საკვანძო კითხვები და ყოველივე ეს ავსახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.
გავეცანით განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. მათ მნიშვნელობას. შემოთავაზებული იდეების გათვალისწინებითა და სასწავლო პროექტის სასწავლო მიზნებიდან  გამომდინარე დავსახეთ შეფასების ფორმები და ხერხები, რაც ასევე შევიტანეთ ჩვენი პროექტის გეგმაში.



Saturday, May 31, 2014

მესამე დღე

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. პროექტის შაბლონში შევიტანეთ პროექტის შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
გამოვიყენეთ ესგ, ბლუმის ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და სიტყვები და პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ პროექტის ამოცანები და მიზნები.

მეორე დღე

ტრენინგის მე-2 დღეს
1. გავეცანით ტრენინგის ძირითადიკურსის მიზნებს მოდულების მიხედვით.
2.შევქმენით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები.
3. გავეცანით და მოვათავსეთ საქაღალდეებში მასალები: პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
4. შევქმენით პროექტის პუბლიკაცია და მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში.
5.შევქმენით ბლოგი.